|
2024-11-30 20:36:28, 481 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ვერ აირჩევს არალეგიტიმური პარლამენტი ახალ პრეზიდენტს - ინაუგურაცია ვერ იქნება
ვერ აირჩევს არალეგიტიმური პარლამენტი ახალ პრეზიდენტს - ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, რჩება როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და პოლიტიკური პროცესის სათავეში იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 16 დეკემბერს ეწურება. მე-6 პრეზიდენტობის კანდიდატი კი, მიხეილ ყაველაშვილია. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)