05:08 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 17:03:17, 370 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს

„არც ერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ არჩევნების წინ მოვისმინეთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ. არც ერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ფასი არ აქვს. მთელმა ქვეყანამ დაინახა, როგორ ჩატარდა არჩევნები - ღიად, გამჭვირვალედ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადება, სადაც პირდაპირ  და ნათლად არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მთელი კამპანიის განმავლობაში იყო სიმშვიდე, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა კამპანიის ჩატარების საშუალება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული და არ მოხდეს ის პროცესები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ხალხმა აირჩია მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება და ღირსეული ევროპული მომავალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევდნენ მომიტინგეებს, დასდევდნენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. 28-30 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი