|
2024-11-30 14:54:20, 493 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი - ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები და შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან
ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები და შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან - ამის შესახებ ევროპული პარლამენტი დოკუმენტს აქვეყნებს. "მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს მოწოდებებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ საარჩევნო მანიპულაციის ბრალდებასთან დაკავშირებით, პარლამენტს სურს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, ამასთან, ნათლად აცხადებენ, რომ საქართველომ, ბოლო დროს მიღებული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის, მათ შორის „კანონის გამჭვირვალობისა და საგარეო გავლენის შესახებ“ შედეგად, უკვე ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ევროპარლამენტარებმა 13-14 ნოემბრის პლენარულ სესიაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტ შინასთან ერთად განიხილეს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგები. რეზოლუციის 444 მომხრე, 72 წინააღმდეგი, 82 თავი შეიკავა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)