2024-11-30 13:54:13, 334 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - ადამიანები დაკავებულები არიან და მათ სხვადასხვა დაზიანება და სისხლის კვალი აღენიშნებათ
![]() თბილისის დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორი დაკავებულია. პოლიცის თანამშრომლებს გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეები ოზილატორებში ამ წუთებშიც მიჰყავთ. იზოლატორში მყოფი ადვოკატები, რომლებმაც აქციაზე დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს აცხადებენ, რომ მათ ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ. მედიის ინფორმაციით, დაკავებულები კახეთის იზოლატორშიც გადაჰყავთ. მოქალაქეების სანახავად ადგილზე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც მივიდა.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევდნენ მომიტინგეებს, დასდევდნენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. 28-30 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს. ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
Reuters - ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა
„სამართლიანი არჩევნები“ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკანონოდ აჭიანურებს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ცვლილების რეგისტრაციას
დონალდ ტრამპი - ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას
თბილისში თავისუფალი მედიის მხარდასაჭერი მსვლელობა დაანონსდა
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა
![]() რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, დანგრეულია მრავალსართულიანი შენობები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|