|
2024-11-30 06:40:26, 500 ნახვა
პოლიტიკა
სასტიკი ფორმებით სპეცრაზზმა რუსთაველზე აქცია დაარბია
სპეცდანიშნულების რაზმებმა და რობოკოპებმა, "თბილისი მერიოტის" წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები სასტიკი ძალის გამოყენებით დაარბიეს. სპეცრაზმმა გაარღვია ბარიკადები რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰწონდათ აღმართული. შემდეგ კი დაიწყეს აქციის მონაწილეთა დევნა და სასტიკი ცემა. ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, მომიტინგეებს გაუსწორდნენ რუსთაველის თეატრთან, ასევე ოპერის თეართან. პოლიციელებმა დაიწყეს მომიტინგეთა წერტილოვანი დევნა და დაკავება. უფლებადამცველის ანი სუბელიანის თწმით, აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა სასტიკად სცემა. "ალყაში მოგვაქციეს, დაგვაჭყლიტეს ერთმანეთზე, გვკლავდნენ, წიხლქვეშ გაგვიგდეს, ვიღაცეები დავიხსენით, ბევრი ვერ. მე პერსონალურად მომვარდნენ და რაღაც მძიმე მესროლეს სახეში. ძლივს გამოვასწარით. დადამ სულ ცოტათი გამასწრო და მშვიდობითაა. ძალიან ცუდად ვართ ყველა, ასეთი ჯოჯოხეთი არასდროს არ გამოგვივლია. უპრეცედენტო სისასტიკემ გადაიარა ჩვენს თავზე" - აცხადებს ანი სუბელიანი. "ტაბულას" მთავარი რედაქტორის თქმით ეს იყო ყველაზე სასტიკი სადამსჯელო დაგეგმილი ღონისძიება. "ეს იყო ორგანიზებული მომწყვდევა. შურისძიების მიზნით. გამორჩეული სისასტიკით. ხორცი აჭამეს ნადირს - ათარეშეს ბიჭები საკუთარ ხალხზე. არ ამომივა ყურებიდან პატარა გოგოების კივილი" - განაცხადა მათე სუთიძემ
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)