18:47 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 13:12:21, 419 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში - ჩვენ, როგორც არასდროს, მეტი ევროპა და მეტი ნატო გვჭირდება

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო,- ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც პაპასქუა აცხადებს, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება.

„დღეს, როცა რუსეთი:

- აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;

- აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;

- ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!“ - წერს პაპასქუა.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics