2024-11-29 05:34:47, 446 ნახვა
პოლიტიკა
ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა აქციის დარბევისას
აქციის დაშლის დროს ფორმულას ჟურნალისტი, გურამ როგავა დაშავდა, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. კადრებში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებული ჟურნალისტის სიახლოვეს იმყოფება სავარაუდოდ სპეცრაზმელი, რომელიც შემდეგ გარბის. ფორმულა ცდილობს დაადგინოს, ჩაარტყა თუ არა მას სპეცრაზმელმა. გურამ როგავა ამჟამად სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება. მას თავი აქვს გატეხილი. რუსთაველის გამზირზე მყოფ შავებში ჩაცმულ პირებს, რომლებიც აქციას არბევენ და მოქალაქეებს დასდევენ, არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ, გაურკვეველია, რომელი უწყებიდან არიან ან რომელ სამსახურს წარმოადგენენ. ამასთან პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის. მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები საავადმყოფოში. ალექსანდრე ქეშელაშვილს ჩამოართვეს აპარატურა. "სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი. თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, აირწინაღი. ასე ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს, იქ გამიკეთეს ბორკილები. მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც ძალიან გულიანად დამცინეს. განყოფილებაში უკვე მშვიდად შემხვდნენ, ცოტა მაგრამ სახეზე დაზიანებების გამო გადამიყვანეს კლინიკაში."- აცხადებს ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილი. აქციაზე „TV პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი დაშავდა. მდივანი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას სპეცრაზმმა სახეში, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხა. მედიის წარმომადგენელს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე მობილიზებულმა გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა გაუწია. საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა. ამის შესახებ „TV პირველი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოკაია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში წიწაკის სპრეი შესახა. „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „TV პირველის" ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მას ხელში ჰქონდა კამერა, რომლითაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა მოვლენებს რუსთაველის გამზირიდან, ამის მიხედავად, სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა. "ექსპრესნიუსის" მთავარ რედაქტორს ირაკლი მანაგაძეს სპეცრაზმელმა წიხლი იმ დროს დაარტყა, როცა იგი დარბევის დაწყებას იღებდა. " წყლის ჭავლს მიზანმიმართულად გვიმიზნებდენ ჟურნალისტებს. მიუხედავად იმისა რომ სპეცრაზმის გვერდით მოვდიოდი, გინებით გამოაგდეს წინ. ღრიალებდნენ დაკოდილი ვირებივით. ვუხსნიდი რომ სტანდარტია ჟურნალისტს ხელი არ უნდა ახლოთ თქო და კარგად მითავაზა, ერთმა მუტრუკმა. სულ სველი ვარ, თავის არეში ტკივილები მაქვს სავარაუდოდ გაზის გამო. 7 ნოემბერსაც ეგრე იყო ოცნებავ, მოვიწამლე და დუბინკა მივიღე ზურგში."- წერს ირაკლი მანაგაძე ">სოციალურ ქსელში. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, “ქართული მედიის მიმართ არაპროპორციულ ძალას იყენებენ“.
ავტორი: ექსპრესნიუსი, სანაპიროზე ჩრდილო კავკასიელები იარაღით აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ
შსს - აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაშავდა
„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტ მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა ტელეფონი დაუმტვრია
სახალხო დამცველი - მოვუწოდებთ შსს-ს, დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები
|
ომი უკრაინაშირუსებმა ტერნოპოლს დრონებით შეუტიეს
ევროკავშირის ლიდერები კიევში ახალი თანამდებობების დაწყების პირველ საათებში ჩავიდნენ
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საპროტესტო აქციის დარბევა დღე 9
|