19:45 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 19:03:16, 426 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი გაოცებულა საქართველოს ხელისუფლების გამბედაობით, საკუთარი პოზიციის დაცვაში დასავლეთის წინაშე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ის გაკვირვებულიც კი იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტისა და CSTO-ს სამიტის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოში მოვლენები რომ დაიწყო, მე, გულწრფელად რომ ვთქვათ, გაკვირვებით შევხედე ამ ყველაფერს და დავაკვირდი. რუსეთს არანაირი ურთიერთობა არ აქვს საქართველოს ხელმძღვანელობასთან. მაგრამ მე უბრალოდ გაოგნებული ვიყავი მათი გამბედაობით და ხასიათით, რომელიც მათ აჩვენეს თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად“, - თქვა პუტინმა.

რუსეთის რეჟიმის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დასავლეთისგან განსხვავებით არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში.

„ოფიციალურ დონეზე, რუსეთი არ ერევა შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ იქ საერთოდ არ დავდივართ... მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი ჩვენს დასავლელ „კოლეგებზე“, როგორც ამბობენ“, - აღნიშნა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics