|
2024-11-26 13:11:16, 413 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკოს დღეს მიმართავს
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეს მიმართავს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, კოალიცია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას გეგმავს.
შეგახსენებთ, გუშინ, 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სესია გაიხსნა. პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. „ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, გუშინვე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ საპარლამენტო სიის ჩახნასთან დაკავშირებით ცესკოს ოფიციალურად მიმართა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)