|
2024-10-31 17:18:18, 569 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენები - ეს არჩევნები საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან მნიშვნელოვნად აშორებს
ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენები - ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელი მაიკ ტერნერი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გერი კონოლი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებენ. როგორც კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ და NATO-ს ყველა ქვეყანა ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით დგას. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვით, ამომრჩეველთა დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებითა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით. 26 ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენდა საქართველოსთვის ფასდაუდებელ შესაძლებლობას, დაემტკიცებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, NATO-სა და EU-სთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული. სამწუხაროდ, კამპანიის რიტორიკით, დასავლეთის დადანაშაულებით რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობის მიღებით სამოქალაქო საზოგადოების აღმოსაფხვრელად და პოლიტიკური ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ ეს ვერ დაამტკიცა. ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან. საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა, რათა ხმა მიეცათ მოქმედი პარტიისთვის და უარი, გამოიძიონ ძალადობრივი თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც განსაზღვრავდა საქართველოს. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ნათლად უნდა ვთქვათ: შეერთებული შტატები და NATO-ს ყველა ქვეყანა დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)