|
2024-10-31 14:49:31, 396 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე - არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში
არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში,- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, დაფიქსირებული ინციდენტებიდან 297 იყო საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნების შიგნით გამოვლენილი დარღვევები, 167 - საარჩევნო უბნების გარეთ, ხოლო 26 - საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე. "სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში - 104 საჩივარი (ასევე, დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში). საოლქო საარჩევნო კომისიებში - 189 საჩივარი (214 ფაქტთან დაკავშირებით). ცესკოში - 1 საჩივარი. ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრები ძირითადი კატეგორიების მიხედვით: საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ხმის ფარულობის დარღვევა, ბიულეტენების გაცემის საკითხი, კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობა, მარკირების პროცედურის დარღვევა. სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე "სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია წარმოადგენდა 1,000-მდე მოკლევადიან დამკვირვებელს უბნის შიგნით, 231 დამკვირვებელს უბნის გარე პერიმეტრზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელს, 85 მობილურ ჯგუფს, 23 იურისტს და 32 ოპერატორს, რომლებიც ფარავდნენ 73 საარჩევნო ოლქს. დაკვირვებისას გამოყენებული იყო რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის შეგროვება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საარჩევნო უბნებიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია",- განაცხადა დოლიძემ.
ომანიდან და საუდის არაბეთიდან თბილისში სპეციალური ავიარეისები შესრულდება
„კიდევ ერთი ტყუილი. კიდევ ერთი ომი.“ ამერიკელების მხოლოდ ოთხიდან ერთმა დაუჭირა მხარი ირანზე აშშ-ის დარტყმებს
მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს, მეორე დღეა ინტერნეტი არ მიეწოდება, კომპანია დუმს
ბოკუჩავა - დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ტრამპი: აშშ აქტიურად მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)