09:18 - 25 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 13:51:22, 267 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს

ჩვენ გვესმოდა, რომ  ევროკავშირი არჩევნების შეფასების დროს დაეყრდნობოდა ეუთო/ოდირის  დასკვნას, სამწუხაროდ ზოგიერთი განცხადება, რომელიც ზოგიერთი, სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, თუ ქვეყნისგან გვესმის აჩენს განცდას, რომ ხომ არ არის სურვილი მოხდეს რევიზია ეუთო/ოდირის დასკვნისა, ან მოხდეს გვერდის ავლა ეუთო/ოდირის დასკვნისა და დაყრდნობა სხვა ანგარიშებზე, რომლებიც იქნებოდა მაგალითად ადგილობრივი ენჯეოების მხრიდან მომზადებული, რომლებიც ვიცით, რომ თავად საარჩევნო მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ამ არჩევნებზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

„ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის მკაფიო ანგარიში და დასკვნა ეუთო/ოდირის და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა მათ შორის ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნისა. რას ამბობს ეუთო/ოდირის დასკვნა, რამდენიმე საკითხი,  რასაც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო. პირველი საკითხი და მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქტივობები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, კერძოდ ის, რომ ის თავის პოზიციას, პრეზიდენტის პოზიციას იყენებს საარჩევნო მიზნებისთვის, რაც სცდება მის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ამაზე პირდაპირ მიუთითებს ეუთო/ოდირი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით და რაც არ აისახა არც ერთი ადგილობრივი ე.წ დამკვირვებლის ანგარიშში, საერთოდ არც ერთში არ აისახა ქალბატონი სალომეს გასვლა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. რატომ?! - იმიტომ  რომ, ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეკრულები არიან  ოპოზიციასთან და შესაბამისად ქალბატონ სალომესთან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელთან  და აწარმოებდნენ ერთობლივ საარჩევნო კამპანიას და როგორც სხვა დროს, რა თქმა უნდა, არ ამხელენ საკუთარ თანამზრახველს დარღვევებში. თუმცა, ეუთო/ ოდირი ამიტომაც ჩვენ კვლავ, კიდევ ერთხელ  ყველას მოვუწოდებთ დარჩეს ყველა ეუთო/ოდირის ჩარჩოში, ეუთო/ ოდირის ანგარიშში ასახული არის ეს დარღვევა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სერიალ დიდებული საუკუნის მთავარი როლის შემსრულებელს სასამართლომ 1 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსეთმა ხარკოვის მახლობლად 50 000-კაციანი ძალები კონცენტრირება მოახდინა
კიევმა და მოსკოვმა სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შემდეგ პატიმრების გაცვლის მეორე ეტაპი განახორციელეს
მამუკა ხაზარაძე გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმაზე - პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლის მართულ ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი