|
2024-10-31 10:18:00, 463 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - სხვებში პრობლემების მუდმივად ძიება, მით უფრო კრიზისების დროს, საუკეთესო თანამგზავრი ნამდვილად არ არის
სხვებში პრობლემების მუდმივად ძიება ნამდვილად არაა საუკეთესო თანამგზავრი, მით უფრო, კრიზისების დროს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამიას განცხადებით, ოპოზიციის „უსამართლო კრიტიკა“ შექმნილ ვითარებას არ ეხმარება. „შაბათ ღამე ჩემთვის რომ ეკითხათ, მომდევნო სამი დღის განმავლობაში: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადებდა; ოთხივე ოპოპარტია ერთად დადგებოდა, უარყოფდა შედეგებს და უარს იტყოდა პარლამენტში შესვლაზე; ევროპის 18 საგარეო მინისტრი იგივეს გაიმეორებდა; საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ერთანეთს შეეჯიბრებოდნენ არჩევნების კრიტიკულ შეფასებაში; აშშ-ის სახდეპი არჩევნების გაყალბების საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვდა; აშშ-ის პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას გააკეთებდა, რომ ეთქვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ შეაფასეს ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი; ევროკავშირის ელჩი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა ევროკავშირის სახელით, რომ საქართველომ ამ არჩევნებით შანსი დაკარგა ევროინტეგრაციის და ეს პროცესი მხოლოდ მაშინ განახლდება, როცა გაყალბებული არჩევნების პრობლემა მოიხსნება; ამ არჩევნებს მარტო აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, უნგრეთი და ვენესუელა აღიარებდა - მე, ალბათ, ვუპასუხებდი, რომ ეს ფანტაზიაა. არადა, ეს ყველაფერი მოხდა და ფანტაზია ნამდვილად არაა. მე არ მიყვარს კომპლიმენტებით თავის მოქონვა და არც პირფერობა. არც თავის მოსაწყლება და იმაზე მეტის დაბრალება საკუთარი თავისთვის, ვიდრე ვიმსახურებ. სიმართლე ისაა, რომ ზემოთჩამოთვლილი, პრეზიდენტის, ხალხის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დარად, პოლიტიკოსებმაც შევძელით. ზოგჯერ ბევრად უკეთ და სწრაფად, ეფექტიანად და ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერმა სხვა აქტორმა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წინ ასჯერ მეტი და ასჯერ უფრო სწრაფად არ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ უსამართლო კრიტიკა ამას ნამდვილად არ ეხმარება. სხვებში პრობლემების მუდმივად ძიება ნამდვილად არაა საუკეთესო თანამგზავრი, მით უფრო, კრიზისების დროს“,- წერს გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე. ცნობისთვის, გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა: „პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა“.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)