|
2024-10-30 19:46:54, 466 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ისე ვიცოდი, რომ პირიქით იყო
ვიდეოებზე პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები ბატონებო, თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს“ - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. „აგერ არის ის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება, ეს არის ის კადრები, რასაც არც ახსნა და განმარტება სჭირდება, პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები ბატონებო, თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ისე ვიცოდი, რომ პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, თქვენც ასე იცით ხომ? ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება, ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლა მოვდიოდი და მოვუსმინე ბორელს. მე მგონი, ბორელსაც უნდა კითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაც არის აღნიშნული უცხოური მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე. პროკურატურა კიდევ უფრო უცნაურია ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს, თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, თურმე მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რატომ დისკრედიტაცია არ ვიცი, ეს არის ფაქტები, ფაქტები ყველამ იცის, გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ, უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა და ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მერე... მოქალაქეები არიან ჩართული ამ მტკიცებულებების მოგროვებაში, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევებისა და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ევალება ან პროკურატურას, ან საერთაშორისო გამოძიებას.“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 29 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას წინადადებით მიმართა, რომ დაწყებულიყო გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა "დაინტერესებული პირების" მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)