|
2024-10-29 13:26:08, 480 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ყველა სახის გაყალბების მეთოდი გამოიყენეს - ერთი და იმავე ადამიანების პირადობებს 7-ჯერ, 10-ჯერ, 17-ჯერ იყენებდნენ
ყველა სახის გაყალბების მეთოდი გამოიყენეს - ერთი და იმავე ადამიანების პირადობებს 7-ჯერ, 10-ჯერ, 17-ჯერ იყენებდნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. კრისტიან ამანპურთან პირდაპირ ჩართვაში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს, მისი პარტია კი, ევროინტეგრაციის საბოტაჟს მიზანმიმართულად ეწევა". კითხვას - ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს თქვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, ისევე როგორც უკრაინის, მაგრამ რუსეთი უარყოფს თქვენს არჩევნებში ჩარევას. რა მტკიცებულებები გაქვთ ამისი? - პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "მტკიცებულება არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% მხარს უჭერს ევროპულ გზას და ევროინტეგრაციას, მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ ერთ არჩევნებში ყველაფერი შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ამ არჩევნებში ყველა სახის გაყალბების მეთოდი იქნა გამოყენებული, განსაკუთრებით ახალი, ელექტრონული ხმის მიცემის პირობებში, სადაც დამტკიცდა, რომ გამოყენებულ იქნა ერთი და იმავე ადამიანების პირადობის მოწმობები 7-ჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ. ახლა მიმდინარეობს იმის დამტკიცების პროცესი, რომ ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი. ჩვენ ადრეც გვინახავს საქართველოში დარღვევები, მაგრამ ასეთი მასშტაბების დარღვევები უპრეცედენტოა",- აღნიშნა პრეზიდენტმა.
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)