|
2024-10-29 10:56:16, 393 ნახვა
პოლიტიკა
უილსონი - ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ „ოცნების“ მიერ ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება. უილსონი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე მცირე განცხადებას აქვეყნებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ“,- წერს უილსონი. რაც შეეხება ბლინკენის განცხადებას, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით X-ზე გაავრცელა, მასში ნათქვამია, რომ „ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და წაიყვანონ საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)