|
2024-10-27 14:37:44, 395 ნახვა
პოლიტიკა
IRI-ის წარმომადგენელი - „ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და ამომრჩევლების აქტივობა შეემცირებინა
„ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისთვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და ასევე შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა,- ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა განაცხადა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აკონტროლებდა. „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისთვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და ასევე შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა და ამისთვის გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი. „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელს. იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას. ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სისტემატური თავდასხმა და ისინი მოითხოვნდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერას და ასევე, ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები. უნდა აღინიშნოს ცესკოს კომისიის შემადგენლობის საკითხი და უნდა აღინიშნოს ოპოზიციის მიერ ნომინირებული თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება. ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. სწორედ ამ მიზეზების გამო, საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან, ძალიან დაბალია“,- განაცხადა IRI-ის წარმომადგენელმა. [სინქრონული თარგმანი].
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)