|
2024-10-27 03:56:51, 548 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას - ჩემი ხმა
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია "ჩემი ხმა", რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, შედეგების ბათილობის მოთხოვნით გამოდის. დღის განმავლობაში აღრიცხული დარღვევებისა და მანამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით, კოალიცია "ჩემი ხმა" აცხადებს: "არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას". აღნიშნული განცხადება კოალიციის წევრებმა 26 ოქტომებრის არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გვიან ღამით გააკეთეს. შესაბამისად, კოალიციის წევრები ამბობენ, გააგრძელებენ შედეგების ბათილობის მოთხოვნას. ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. მისია 2000-მდე ადამიანს აერთიანებდა. კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ "არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგის შეცვლა იყო". კოალიციის განცხადებით, ჩამოთვლილ დარღვევებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი:
კოალიციამ 26 ოქტომბრის კენჭისყრის დასასრულისთვის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით დაწერა 244 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში შეიტანა183 შენიშვნა. წინასწარი შედეგებიცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, პარტიების ხმები ასე განაწილდა:
3 111 საარჩევნო უბნიდან ელექტრონულად დათვლილია 2 201 უბანი. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა. ამის შესახებ ბრიფინგი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გაიმართა. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ არ აპირებენ "მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას". "კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, ასევე არ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების აღიარებას და არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის არსებობაზე საუბრობს.
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)