|
2024-10-22 22:17:35, 574 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნების შემდეგ დაასახელებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნებამდე არ დაასახელებს. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავს, თუმცა ანგარიშს უწევს ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს. “მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი, ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, რადგან აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს. როგორც მათგან მოვისმინე, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობია, ეს არჩევნების შემდეგ იყოს, ასევე იყო სხვადასხვა ფორმულა, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა. ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს ტექნიკური მთლიანად, შეიძლება იყოს შერეული, ამაზეც დავიწყებთ შეჯერებას არჩევნების შემდეგ. უკვე იყო რაღაც საუბრები, მაგრამ ამისი დრო მოდის შემდეგ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)