|
2024-10-21 17:53:28, 379 ნახვა
პოლიტიკა
სტანო - საქართველოში ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს
საქართველოში ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირის საწინააღმდეგოდ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს,- საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. როგორც სტანომ აღნიშნა, ევროკავშირს იმედი აქვს, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფლი თანამშრომლობის განახლება, თუ არჩევნები იქნება თავისუფალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. "ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და საქართველოს მთავრობაში ბოლო დრომდე ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ შემდეგ მოხდა დიდი განსხვავება საქართველოში. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ საქართველოსთან ურთიერთობებმა განსხვავებული სახე მიიღო, რაც იყო კიდევაც რამდენჯერმე განხილული წელს ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ასევე, ევროკავშირის ლიდერების დონეზეც",- განაცხადა სტანომ.
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)