21:18 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 15:52:27, 450 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მოლდოვამ ამ არჩევნების სახით ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა, ამ ფონზე, არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. 

კობახიძის შეფასებით, „თუ რამეზეა საჭირო განცხადებების გაკეთება, ეს არის მოლდოვა, რომელმაც ჩატარებული არჩევნებით დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა“. 

„მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები, ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა. განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, სამართლიანობა რომ იყოს.

მოლდოვა არის დსთ-ს წევრი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა, დარწმუნებული ვარ",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics