|
2024-10-17 15:52:19, 322 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ბრალდება ძალიან დიდი სიყალბე და ტყუილია
ეს არის ძალიან დიდი სიყალბე და ტყუილი. ჩვენ არაერთხელ გამოვიჭირეთ კონკრეტული არასამათავრობო ორგანიზაციები ტყუილში, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა როდესაც საქმე საქმეზე მივიდა, მათ არანაირი კონკრეტული მტკიცებულება და ფაქტები არ გააჩნდათ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელთა იმ ბრალდების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ყალბ პირადობებს ამზადებს და ე.წ. კარუსელისთვის ემზადება. კალაძის თქმით, „აღნიშნული ბრეალდებების უკან მდგომი რადიკალების მიზანი მშვიდობიანი არჩევნებისთვის ხელის შეშლაა". „ესეც მიმართულია იქითკენ, რომ მცდელობა აქვთ, როგორმე ეს მშვიდობიანი არჩევნები გააფუჭონ, დააზიანონ. იმიტომ არიან რადიკალები და ქვეყნის მტრები, რომ ამ ადამიანებს არ მოსწონთ და არც სურთ ეს მშვიდი ვითარება, არ მოსწონთ ქვეყანაში მშვიდობა. წარმოიდგინეთ, როცა ბანერებზე პირდაპირ არის გამოკრული - „არა ომს“ და ვებრძვით, ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს მეორე ფრონტი, არ იყოს ომი, მათ ესეც აწუხებთ და ესეც მძიმეა მათთვის და ხედავთ, რას აკეთებენ. გადახაზეს და გადაღებეს აღნიშნული ბანერები, სადაც ეწერა - „არა ომს“. წარმოგიდგენიათ ამ ადამიანების განწყობა, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. შესაბამისად, ყველა უნდა მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას და მის მომავალს. ქვეყანაში მნიშვნელოვანია მშვიდობა და მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა რომ არ გვქონოდა, დღეს აქ არ ვიქნებოდით და ამ მნიშვნელოვანი პროექტის სანახავად ვერ მოვიდოდით. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება“,- განაცხადა კალაძემ.
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)