|
2024-10-15 18:03:50, 367 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება
მხოლოდ თაღლითმა შეიძლება, შესთავაზოს საზოგადოებას 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "1 000-ლარიანი პენსიის დაპირება თავად ოპოზიციამ გააცამტვერა, თუმცა მამუკა ხაზარაძე ჯიუტად მაინც არ იშლის თავისას". "მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს ასეთი დაპირება საზოგადოებას. ის არის სასამართლოს მიერ აღიარებული როგორც თაღლითი და თავად ცდილობს, რომ მორიგი არგუმენტები წარმოადგინოს ამ სტატუსის სასარგებლოდ. 1 000-ლარიანი პენსია ნიშნავს, რომ ჯამში 10 მილიარდი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი ბიუჯეტში. ამ დროს თქვენ იცით, რომ ხაზარაძეს აქვს კონკრეტული დაპირება, მას სურს, საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველივე წელს სულ მცირე 10-პროცენტიანი ვარდნა ექნება ჩვენს ქვეყანას. მეორე წელი, საუკეთესო შემთხვევაში, დასჭირდება ამ ვარდნის უკან შემობრუნებას. ასეთ პირობებში როცა იძლევა 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თაღლითობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)