|
2024-10-15 17:22:02, 357 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე - 26 ოქტომბერი არის დღე, რომელმაც საქართველო ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე უნდა დააბრუნოს
26 ოქტომბერი არის დღე, რომელმაც საქართველო ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე უნდა დააბრუნოს,- ამის შესახებ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "ფეისბუქზე" წერს. როგორც ჯანელიძე აცხადებს, "ყველაზე ცუდი", რაც "ქართულმა ოცნებამ" ამ ორი წლის განმავლობაში გააკეთა, არის ის, რომ "საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი და დასავლეთი მტრად წარუდგინა". "14 წლის წინ, როცა პირველად შემოვედი ევროკომისიის ამ შენობაში, საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ვემზადებოდით. მაშინ 29 წლის ვიყავი. საქართველოს დელეგაციის წევრები, ყველანი ასევე ახალგაზრდები, ანთებული ვიყავით საერთო იდეით - ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გაგვეხადა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ევროკომისიის წარმომადგენლებთან ვერც კი ახსენებდი საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას, ჩვენ მტკიცედ გვჯეროდა ჩვენი ევროპული მომავლის. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეთანხმება, რომელსაც მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა, ეს იყო ისტორიული მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს განმიახლდა ის განსაკუთრებული განცდა და ემოციები, რაც საქართველოს დელეგაციის წევრებს გვქონდა და რამაც უზრუნველყო, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, გამხდარიყო სამაგალითო არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ ევროინტეგრაციის პროცესში წინ მყოფი ბალკანეთის ქვეყნებისთვისაც კი, ევროპული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. 14 წლის წინ, ვერ წარმოვიდგენდით იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარდა: ერთი მხრივ, საქართველოს ევროკავშირმა გაუხსნა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ გზა და მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ გზიდან გადაეხვია. ყველაზე ცუდი, რაც "ქართულმა ოცნებამ" ამ ორი წლის განმავლობაში გააკეთა, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი და დასავლეთი მტრად წარუდგინა. თუმცა, მჯერა ქართველი ხალხის გონიერების და იმის, რომ ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. მიუხედავად ყველაფრისა, "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს შანსი, საქართველოს ევროპულ მომავალს შეუწყოს ხელი - ამისთვის, საჭიროა, რომ მოსახლეობას მისცეს არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა და დაემორჩილოს მოსახლეობის თავისუფალ არჩევანს",- წერს ჯანელიძე.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)