01:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 12:53:37, 352 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - საქართველომ რომ არ დაკარგოს ყველაფერი და გააგრძელოს სვლა EU-სკენ, ერთადერთი გარანტი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა

არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, "საქართველომ რომ არ დაკარგოს ყველაფერი და გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ, ამის ერთადერთი გარანტი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა".
 
"არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ახლა ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს მათ შორის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რომ კანდიდატის სტატუსი არ იყოს მონაპოვარი, რომელიც წყალში ჩაიყრება, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა, რომ საქართველომ გააგრძელოს გზა ევროპისკენ და გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამის ერთადერთი გარანტი არის ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე",- ამბობს ბოკუჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics