|
2024-10-13 15:59:52, 424 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე - დარბევების არ გვეშინია - ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორი შეშინებულია რუსი ოლიგარქი
ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორი შეშინებულია რუსი ოლიგარქი. ამ დარბევების, ამ ძალადობის, ამ მუქარების არავის არ გვეშინია, უფრო მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით ეს რუსები, მოღალატეები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ თბილისში, პარტიის ვარკეთილის ოფისის დარბევასთან დაკავშირებით განაცხადა. ნადირაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. „კიდევ ერთხელ ჩანს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი როგორი შეშინებულია. დღეს დილით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, სადაც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით. შემთხვევა მომხდარია, სავარაუდოდ, გამთენიისას, რადგან დილით რომ მოვედით, ოფისი უკვე დაგვხვდა დარბეული, საღებავი შესხმული, შუშები დამტვრეული, შუშის ნამსხვრევებით არის სავსე აქაურობა. ბოთლები ისროლეს საღებავით სავსე. წინ არის უზარმაზარი სკვერი, სადაც განთავსებულია არაერთი სათვალთვალო კამერა და რომ უნდოდეთ ამის გამოძიება, მარტივად მოხდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სწორედ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და ის ადამიანები, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა გავისტუმროთ. ამ დარბევების, ამ ძალადობის, ამ მუქარების არავის არ გვეშინია, უფრო მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით ეს რუსები, მოღალატეები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ისან-სამგორის მოსახლეობასთან დიდი შეხვედრა, 2 000-კაციანი შეხვედრა. მას შემდგომ დაიწყეს სამგორის რაიონში ძალოვანი უწყებების მომაგრება საარჩევნო უბნებზე, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიაცემინონ ძალოვან უწყებებს სამგორის რაიონში. ახლა გააგრძელეს თავდასხმები და ხედავთ, რა მდგომარეობაშია ოფისი და როგორც ჩანს, ეს ძალადობრივი თავდასხმები და ეს მდგომარეობა გაგრძელდება, მაგრამ დასასრული ამათი იქნება ძალიან მალე. 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ის უბედურება, რაც 12 წელია, „ქართული ოცნების“ მთავრობის მმართველობის ხელში ტრიალებს. ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ შსს ამ ყველაფერს გამოიძიებს, არც კი მიგვიმართავს, ველოდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამკვირვებლებს, მედიებს, ისინი გვინდა, ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასევე მოვლენ ჩვენი პარტიული მეგობრებიც. რამდენი ფაქტი ყოფილა თავდასხმის, მაგრამ არცერთი საქმე არ გამოძიებულა. ამიტომ, უბრალოდ აზრი არ აქვს მიმართვას შს სამინისტროსთვის, რადგან ეს „ტიტუშკები" შსს-თან და პოლიციასთან ერთად მოქმედებენ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - 26 ოქტომბერს მოვიშოროთ ხელისუფლებიდან ეს მავნებლები, რომლებსაც არ სურთ ევროპა, ევროპული მომავალი და სურთ რუსეთში ცხოვრება, სადაც არჩევნები, ფაქტობრივად, არ ტარდება და ადგილი აქვს მუდმივად ასეთ ძალადობრივ ფაქტებს",- აცხადებს ნადირაძე.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)