01:25 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-12 12:18:38, 384 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ელჩის ინფორმაციით, პრორუსული ალტერნატივა გერმანიისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

მათთვის, ვისაც საქართველოში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსწონს: მათი პროექტი საუბრობს შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე [საქართველოსთვის] და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებაზე, - წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პეტრე. ფიშერი X-ში.

„ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციის შესახებ. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“... მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც იკავებენ მანდატების 57%-ს [ბუნდესტაგში] და ქმნიან მთავრობას: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. გერმანიის მთავრობის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბარბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვიდრემ, გუშინ ვაიმარის განცხადება გაავრცელა.

მთავარმა ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ეთანხმება შინაარსს, მისცა ხმა "წინააღმდეგი", რადგან ის არ იყო [რეზოლუციის] შექმნის მხარე (ეს ნორმალურია). მათთვის, ვისაც საქართველოში ალტერნატივა გერმანიისთვის მოსწონს: მათი პროექტი საუბრობს შენგენის უვიზო რეჟიმის [საქართველოსთვის] გაუქმებაზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასრულებაზე“, წერს ფიშერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics