01:26 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 19:59:26, 359 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე - მისასალმებელია ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამართლებრივი ჩარჩო და საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებები და  სხვა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მისასალმებელია, ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც, რომელიც  უპრეცედენტოდ მშვიდია.

"აღნიშნული შუალედური ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის სამართლებრივი ჩარჩო და საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებები და რეგისტრაცია, საარჩევნო გარემო და დაფინანსება, მედია გარემო, საარჩევნო დავების მოგვარება, არჩევნების მონიტორინგი და სხვა. 

მისასალმებელია ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდად და თავისუფლად, ყოველგვარი ექსცესების თუ არსებითი დარღვევების გარეშე, კონკურენტულ გარემოში ხორციელდება, დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტის სახე აქვს",-  განაცხადა არჩილ გორდულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics