|
2024-10-11 18:39:42, 387 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს - ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს
უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. "ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვისაც" ცნობილია და სწორედ ეს განაპირობებს მათ პანიკურ ქცევასა და შიშს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც არჩევნებით იცვლება ხელისუფლება, დღის წესრიგში დგება რიგი საკითხები. დღეს მე რამდენიმე მათგანზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. პირველ რიგში, ჩვენ მივმართავთ ყველას, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის შრომობს - ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს - ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა. 26 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი არჩევანი თქვენს სამსახურებრივ პოზიციაზე და კარიერაზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე თვალს დავხუჭავთ. თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება ან საკუთარ ხალხზე იძალადა, ისინი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გასამართლდებიან. კეთილსინდისერი საჯარო მოხელეები უნდა იყვნენ დაცულები და არასდროს ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების მძევლები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ შრომას და დავიცვათ მათი პროფესიული ღირსება, როდესაც ხელისუფლებას შევცვლით",- განაცხადა ხაზარაძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)