|
2024-10-11 13:31:59, 369 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - „ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, არჩევნები წაგებული აქვს ზუგდიდში, სამეგრელოში და დახმარებას კანონიერ ქურდებს სთხოვენ
“ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს ზუგდიდში, სამეგრელოში და დახმარება კანონიერ ქურდებს სთხოვეს,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა. როგორც წითლიძე აცხადებს, “ირაკლი მარღიას და ლევან ყალიჩავას, ორი დავალება აქვთ - დააშინონ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა და მონაწილეობა მიიღონ პირადობების ჩამორთმევაში, მაგრამ მიუხედავად “ოცნების“ მცდელობისა, ზუგდიდი და სამეგრელო “ოცნებას“ ხელისუფლებიდან გაისტუმრებს“. წითლიძის თქმით, “ოპოზიცია“ და “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პირველ ადგილზე "ზუგდიდშიც და მთელ სამეგრელოშიც“. “ქართულ ოცნებას“ არ უშველა არც პირადობის მოწმობების ჩამორთმევის სქემამ, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, რაც მათ დაწყებული აქვთ, არც ზუგდიდელების დაშინებამ უშველა, რადგან ზუგდიდელებს არ ეშინიათ და ძალიან მყარად დგანან ოპოზიციურ განწყობაზე. ამიტომაც, “ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დახმარება სთხოვოს კანონიერ ქურდებს. მტკიცებულებებს გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, კომბინატის უბანში ჩატარდა “სხადნიაკი“, სადაც ორი ზუგდიდელი კანონიერი ქურდის სახელით ირაკლი მარღია და ლევან ყალიჩავა, ე.წ. ძველ ბიჭებს დაავალეს, რომ იმუშაონ “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მათ აქვთ ორი დავალება, პირველი - დააშინონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არ მივიდეს არჩევნებზე და მეორე - მონაწილეობა მიიღონ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი. მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას“ - როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მცდელობა, რამდენი კანონიერი ქურდიც არ უნდა ჩართოთ ამ პროცესში, 26 ოქტომბერს თქვენ ზუგდიდი და მთელი სამეგრელო გეტყვით უარს და გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან. მინდა მივმართო ამ კანონიერ ქურდებს - ლევან მარღიას და ირაკლი ყალიჩავას, რომ თქვენი ქმედებები, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენივე ფასეულობებითაც კი არ ჯდება არაფერში. ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე კანონიერ ქურდებს რა ჰქვიათ, თქვენვე შეგიძლიათ დაარქვათ ამას სახელი და მინდა მივმართო ასევე შსს-ს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროს ირაკლი ფაცაციას, როდესაც აქ, ზუგდიდში ტარდება “სხადნიაკები“, როდესაც კანონიერი ქურდები და "ძველი ბიჭები" და ეს კრიმინალური დაჯგუფება ზუგდიდში მოქმედებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინააღმდეგ, სად არის ამ დროს პოლიცია და სად არის სახელმწიფო? კიდევ ერთხელ უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ სქემაში არის ჩართული, ჩვენ ვიცით თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი, თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი ეცოდინება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენ მოხვდეთ სანქცირებულთა სიაში და პასუხი აგოთ ყველა კანონდარღვევაზე, რადგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევა არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ ვერ დააშინებთ ვერცერთ ზუგდიდელს, სამეგრელოს, ზუგდიდი და სამეგრელო ძალიან მტკიცე პასუხს გაგცემთ 26 ოქტომბერს, როდესაც რუსული რეჟიმი დასრულდება და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში“,- განაცხადა წითლიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)