|
2024-10-11 12:25:16, 453 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა
სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქ-გვერდი" Trekking in the Caucasus-ი ავრცელებს. Trekking in the Caucasus-ის ცნობით, ბოლოს ჩეხი მოლაშქრე 28 სექტემბერს, კირნახონას თავშესაფართან ნახეს. ის სკურიდან ხაიშში გადასვლას გეგმავდა. სტანისლავ კოსკისის ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. “იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეწვია ტობავარჩხილის ტბების მიდამოებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც ამ პერიოდში იყო) და შეხვდა მას - ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისი მდებარეობის, ადგილსამყოფელის ან მოგზაურობის გეგმების შესახებ, რაც მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დაგვეხმარება, ძალიან სასარგებლო იქნება“,- ნათქვამია ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)