|
2026-09-29 15:24:25, 260 ნახვა
პოლიტიკა
შსს: 1 ოქტომბრის აქციაზე ენმ-ს გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმაურება. უწყება წერს, რომ ენმ-ის მიერ წარდგენილი გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან მათ მოძრაობას აფერხებს. შესაბამისად, სავალდებულოა პასუხისმგებელმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეიტანოს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით განსაზღვრულ მონაცემებსა და საჭირო ინფორმაციას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის მიერ, 2026 წლის 25 სექტემბერს, წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას რაც კანონითაა დადგენილი, კერძოდ: - განცხადებაში (გაფრთხილება) არ იყო აღნიშნული შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; - ასევე, გაფრთხილებას ხელს არ აწერდა შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირი ბესარიონ გედენიძე, რაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის მიერ, ირაკლი ფავლენიშვილს წერილობით განემარტა, რომ 2026 წლის 3-4 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება თბილისობა 2026-ის ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი ძირითად ლოკაციას წარმოადგენს ევროპის მოედანი და რიყის პარკი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად, იმისათვის, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აქციის ორგანიზატორებს მიეცათ მითითება განეხილათ შეკრება/მანიფესტაციის გამართვის ადგილისა ან/და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი". - წერს შსს. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ნება არ მისცა, 1 ოქტომბერს რიყის დოქებთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩაატარონ. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პარტია გეგმას არ ცვლის და ისინი ადგილზე მაინც მივლენ. "არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს" - აქცია 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის დოქებთან გაიმართება.
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)