|
2024-10-10 16:41:40, 510 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა
რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. TASS-ის ცნობით, დადგენილება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა, აღარ შეიცავს გამონაკლისებს, რისთვისაც მანამდე ვიზა იყო საჭირო. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რუსეთში უვიზოდ შესვლა 90 დღეზე მეტი ვადით შეეძლება. აქამდე უვიზო რეჟიმი ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიც არის დროებითი სამუშაო, რუსეთში 90 დღეზე ნაკლები ხნით დარჩენას ითვალისწინებდა. ცნობისთვის, 2023 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამავე პერიოდში რუსეთმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა და "საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც" გააუქმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)