|
2024-10-09 16:35:49, 498 ნახვა
პოლიტიკა
„ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები“ - გახარია პრეზიდენტს შეხვდა
ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა - "ავტორიტარული "ოცნება" და რადიკალური, რევანშისტული იდეები "ნაციონალური მოძრაობის". "ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ შეხვედრით. ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს მკაფიო პოზიცია - ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ "ოცნება" ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენ პოზიციას. საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანია, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა - ავტორიტარული "ოცნება" და რადიკალური, რევანშისტული იდეები "ნაციონალური მოძრაობის". ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩამოშლილი "ოცნება" უკვე იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცხელ თავებში შეიძლება ეს რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამიტომ, მე საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნები, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისთვისაც "ნაციონალური მოძრაობის" რაიმე სახის რევანში არის კატეგორიულად მიუღებელი და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები",- განაცხადა გახარიამ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)