21:29 - 30 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 13:50:18, 246 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე - ამ უღმერთოებს, უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება, რატომ არიან უღმერთოები? - მათი ქმედებიდან გამომდინარე

ამ უღმერთოებს, უჯიშოებს და უსამშობლოებს  დღეს დაემატა უღმერთოება, რატომ არიან უღმერთოები? რატომ არიან უჯიშოები და უსამშობლოები? - მათი ქმედებიდან გამომდინარე, დააკვირდით ყველა მათგანს  ერთმანეთზე რა აქვთ ნათქვამი, ჩვენ ხომ არ გამოვდივართ და ამ ფრაზებს ჩვენ არ ვიძახით. რას იძახდა გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე, რას იძახდა  ელისაშვილი  მასხარა ხაზარაძეზე, რას იძახდა გვარამია სალომე ზურაბიშვილზე, ხაზარაძე გახარიაზე და ა.შ. - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა. 

მისი თქმით, „ადამიანისთვის თუ ყველაფერი დასაშვებია ის არის უღმერთო". 

„რამ უნდა აიძულოს ერთმანეთთან პატიება, რა არის ჩვენი სარწმუნოება, რას ნიშნავს ქრისტიანობა - ჯერ უნდა მიუტევო, აპატიო რასაც შენ გაბრალებენ, ან შენ დააბრალე რაღაც ადამიანს და მაგის მიხედვით შეიძლება ერთიანობაში რაღაც განახორციელო, მაგრამ, როცა საერთოდ არ საუბრობ ამ თემებზე  რას უწოდებდი და როგორ უწოდებდი და ახლა გგონია რომ ყველაფერი დასაშვებია, ადამიანისთვის თუ ყველაფერი დასაშვებია ის არის უღმერთო, არ წამს არაფრის, ამაზე მაქვს საუბარი. როდესაც ერთ დღეს ესეთი ტექსტებით გამოდიხარ, მოღალატეს უწოდებ, არაკაცს, არც შემიძლია ასეთი სიტყვები ვახსენო, რასაც ისინი ერთმანეთს უწოდებდნენ,  მეორე დღეს აბსოლუტური 180 გრადუსით შებრუნებული, პირიქით საუბრობ ადამიანზე, თან პოლიტიკოსი გქვია და თან ამომრჩეველს ელაპარაკები. ამომრჩეველთან მიდიან ელისაშვილი და ხაზარაძე და ეუბნებიან ჩვენ დაგვიჭირე მხარი და ამომრჩეველმა, რომ კითხოს შე დალოცვილო ამაზე ვაჭარს იძახდი, მევახშეს, არაკაცს, რას მეუბნები ახლა რომ ამისი უნდა მჯეროდეს თუ არ უნდა მჯეროდეს  და რას უპასუხებს ელისაშვილი, რომ ეს ხუმრობა იყო? და ამ ადამიანს უნდა დაუჭიროს მოქალაქემ მხარი“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტექნოლოგიების როლი თანამედროვე არქიტექტურაში
ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს
ზელენსკი - ჩვენ ათწლეულების განმავლობაში მხარს ვუჭერთ სირიელ ხალხს დიქტატორული მმართველობის დაძლევას
ქეთი დარახველიძე - ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics