|
2024-10-08 12:19:13, 328 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტს აუხსნა რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს
“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ევროპული ორბიტისა“ და სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ წარმომადგენლები "მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას უცხოეთში რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან დაკავშირებით". მიქანაძის განცხადებით, "უწყების დისკრედიტაციის პროცესში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც ცესკომ არაერთხელ აუხსნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციები". “საანგარიშო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ევროპული ორბიტისა“ და სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა“ წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობდა კამპანია და ვრცელდებოდა მანიპულაციური ხასიათის ცრუ ინფორმაცია უცხოეთში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, თითქოს ცესკოს 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ცესკომ განმარტა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში აუხსნა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების დისკრედიტაციისა და საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობა“,- განაცხადა მიქანაძემ.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)