|
2024-10-08 10:32:39, 303 ნახვა
პოლიტიკა
შამუგია - კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც თვალსაჩინოა ყველა მიმართულებით. ეს შედეგები დადასტურებულია არაერთი კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მათი კვლევებითა და შეფასებებით,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიასთან განაცხადა. შამუგიამ ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა და აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო თანხა, რაც მიმართული იქნება აგრარული დარგის დასაფინანსებლად. “ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ხელშესახებ შედეგზე ყველა მიმართულებით, თუმცა მე ყურადღებას გავამახვილებ სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაზე. ბოლო 12 წლის განმავლობაში გვაქვს სამჯერ გაზრდილი ექსპორტი, დაახლოებით 10 მლრდ ლარითაა გაზრდილი აგრობიზნესის გამოშვება; ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 4-ჯერ. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმები და იმ მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გვქონდა სოფლის მეურნეობაში და ასევე ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით გავატარეთ; ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ მიღწევებსა და პროგრესზე, რაც გაქვს გარემოს დაცვის კუთხით. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ადრეული გაფრთხილების სისტემის მიმართულებით. ჩვენ შვეიცარიელ ექსპერტებთან, ფინეთის მეტეოსამსახურთან ერთად, დაწყებული გვაქვს სრულიად თანამედროვე სისტემების დანერგვა ქვეყანაში, რომელიც დროთა განმავლობაში, უკვე მომავალ წლებში სრულად იფუნქციონირებს“,- განაცხადა შამუგიამ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)