|
2024-10-07 23:17:59, 304 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები
ადრეული გაფრთხილების სისტემები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ამ თემაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს; მომდევნო ოთხი წლის მანძილზე სრულად დასრულდება შესაბამისი სამუშაოები და ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან დიდი პროგრესი აქვს ქვეყანას დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდის და ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხითაც. „ძალიან მნიშვნელოვნად გაფართოვდა დაცული ტერიტორიების ფართობები და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დამატებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობები ჩვენს ქვეყანაში. ასევე აღდგება-გაშენდება 15 ათასი ჰექტარი ტყე. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ტემპები ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხით გვაქვს გაზრდილი დაახლოებით ხუთჯერ წინა ხელისუფლებასთან შედარებით. შედარებაც არ ღირს, იმდენად უმნიშვნელო იყო მათ მიერ აღდგენილი და გაშენებული ტყეების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების საკითხი დიდ ქალაქებში და ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია თბილისისთვის და რუსთავისთვის. „თბილისში 25%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგია. რუსთავში 35%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)