|
2024-10-07 22:47:37, 326 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2012 წლამდე ქვეყანაში ფუნქციონირებდა 12 იუსტიციის სახლი, მას შემდეგ აშენდა დამატებით 109
2012 წლამდე ქვეყანაში ფუნქციონირებდა 12 იუსტიციის სახლი, მას შემდეგ აშენდა დამატებით 109, დაგეგმილია წელს და მომავალ წელს დამატებით 12 იუსტიციის სახლის მშენებლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იუსტიციის სახლებში გაორმაგებულია სერვისების რაოდენობა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის. „რაც შეეხება საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, აქ ცალკე გამოვყოფ იუსტიციის სახლების პროგრამას. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა 2012 წლამდე, მას შემდეგ აშენდა დამატებით 109 იუსტიციის სახლი და წელს და მომავალ წელს დაგეგმილია დამატებით 12 იუსტიციის სახლის მშენებლობა, გახსნა. ამით დასრულდება მთლიანად ეს პროექტი. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ გვექნება იუსტიციის სახლები და ყველა მუნიციპალიტეტი იქნება აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ამას ემატება მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რის საფუძველზეც მოშორებით მდებარე სოფლებიც არიან აღჭურვილი შესაბამისი სერვისებით. ასევე გაორმაგებულია იუსტიციის სახლებში სერვისების რაოდენობა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო მიწის სისტემური რეგისტრაცია. „რაც შეეხება მიწის სისტემურ რეგისტრაციას, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო მადლობა იუსტიციის სამინისტროს, რატი ბრეგაძეს ამ პროექტის ინიცირებისა და განხორციელებისთვის. მილიარდ-ნახევარი მიწის ნაკვეთის აზომვა განხორციელდა ამ პროექტის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში და მილიარდ ნაკვეთზე უკვე განხორციელდა რეგისტრაცია. დამატებითი ბიუჯეტი იქნება გამოყოფილი მომდევნო წლების განმავლობაში, რათა დამატებით ეს ხუთასი ათასი ნაკვეთიც დარეგისტრირდეს შესაბამის მფლობელებზე. ძალიან დიდია მოცვა მოქალაქეების კუთხით, რაც აქვს ამ პროექტს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ პროექტის განხორციელებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)