|
2024-10-06 16:13:38, 359 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“ მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია
მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“ მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის შეკითხვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ შედგენილი ფორმა N100-ის შესახებ. მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები და სიბინძურეები არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდება, თუმცა საბოლოოდ, ქვეყანაში მშვიდობა გაიმარჯვებს. „ზოგადად, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული „ქეისი“ ყალბია. გვახსოვს, როგორი კამპანია მიმდინარეობდა - რიგი უცხოელი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს, მოწოდებებს. რეზოლიციებიც კი აქვთ მიღებული, გამოუშვით ციხიდან, მისი მდგომარეობა მძიმეაო. დღეში 30-ჯერ კვდებოდა, რეალობა კი ვიცით, რაც იყო. ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ საარჩევნოდ. იქნება მსგავსი განცხადებები და შემოტევები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში აუცილებლად მშვიდობა გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)