22:42 - 15 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 15:00:52, 355 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე - ივანიშვილის პარტიას შიში შეეპარა და რიხი მოაკლდა

ბატონი რაჟდენი მზადაა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება კობახიძის მხრიდან. ყველამ ნახა, რომ ეს კონკრეტული სამსახური იარაღია ხელისუფლების ხელში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნულმა შემთხვევამ აჩვენა, რომ მმართველ პარტიას "შიში შეეპარა".

"ბატონი რაჟდენი (ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილი) ნებისმიერ დაძახილზე მზადაა, შეასრულოს ნებისმიერი დავალება კობახიძის მხრიდან და ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ კუპრავილი სულ სხვაგვარად საუბრობდა, მაგრამ ვნახეთ, როგორ მოიქცა კობახიძის დავალების შემდეგ. ყველამ ნახა, რომ ბატონი რაჟდენი და ეს კონკრეტული სამსახური ინსტრუმენტია ხელისუფლების ხელში. ასევე, მე რაც დავინახე ამ მოქმედებაში ისაა, რომ ივანიშვილის პარტიას შიში შეეპარა და რიხი მოაკლდა. სწორად ეშინიათ: 26 ოქტომბერი ახლოვდება და მაქვს ეჭვი, რომ კიდევ უფრო მეტი მიმართულებით გაუმძაფრდებათ შიშისა და მარცხის შეგრძნება",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) და "აირჩიე ევროპა" "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი უნდა გავრცელებულიყო.

30 სექტემბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განაცხადეს, რომ არჩევნებს ვეღარ დააკვირდებოდნენ და "ხმების დაცვისთვის ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებდნენ".

გუშინ, 1-ელ ოქტომბერს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილი იყო, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის" სტატუსი მოეხსნას".

დღეს, 2 ოქტომბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-ის და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს თათარსტანში შაჰიდის ქარხანაზე დარტყმას
ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები
სალომე სამადაშვილი - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი - 170-ზე მეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი