07:40 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 14:33:41, 413 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მე მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი

მე მაქვს შემდეგი მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას არჩევნები უკვე წაგებული აქვს და თუ ბევრი ხალხი მივა არჩევნებზე და დაიცავენ ხმას, გაყალბება ვერ მოხდება.

"მე მაქვს შემდეგი მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. მე მინდა, მოვუწოდო ამ შემთხვევაში "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ ახლა გვჭირდება მოხალისეები, ძალიან ბევრი საარჩევნო მოხალისე, ხალხს სჭირდება დიდი ენერგია. მე მინდა, ადამიანებს ვთხოვოთ, რომ ხელფასის გარეშე გადადონ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარონ კარდაკარ თავიანთი მეზობლები, მოხდეს საარჩევნო ხმების მობილიზაცია და ასევე, ვიყოთ მზად არჩევნების ხმების დაცვისთვის. თუ ბევრი ხალხი მოვა, ამ არჩევნებს ვერავინ ვერ გააყალბებს, არჩევნები მთავრობას უკვე წაგებული აქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics