19:26 - 28 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-28 15:09:54, 289 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - როგორც კი, მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით, ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება

როგორც კი, 26 ოქტომბერს, ჩვენ ყველა ერთად, ამ მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ, დაიწყება სასწრაფოდ ამ პორტის მშენებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, პორტის მშენებლობასთან ერთად, ქვეყანაში სამუშაო ადგილები გაჩნდება.

"ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიაში და ჩემ უკან თქვენ ხედავთ სანაპიროს, რომელიც არის ცარიელი და სანაპიროს, სადაც არაფერი არ ხდება. 4 წელი გავიდა მას მერე, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოკლა საუკუნის პროექტი და პროექტი, რომელსაც ჩვენი ყველა მოქალაქე გულისფანცქალით ელოდებოდა იმიტომ, რომ ეს პროექტი, პირველი ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნებოდა აბსოლუტურად ახალი ისტორიის დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის, სამეგრელოს და საქართველოსთვის, გაძლიერების, ეკონომიკური სიმდიდრის და რაც ყველაზე მთავარია, ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნის გარანტია.

დღეს აქ სიცარიელეა, დღეს აქ არაფერი არ ხდება იმიტომ, რომ 4 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ეს პროექტი მოკლა. მან ჩაატარა სპეცოპერაცია იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო ამ პროექტის გასანადგურებლად. 2020-ში ჩვენ პირველი გემი უნდა მიგვეღო, ყველაფერი მზად იყო: ინვესტიცია, მობილიზებული კონტრაქტორები, უცხოელები და დღეს რა ხდება? დღეს არის სიცარიელე და არანაირი სამუშაო ადგილი აქ არ არის და რაც ყველაზე მთავარია, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას დააკარგინა ის პერსპექტივა, ის მომავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არა მარტო უამრავ სამუშაო ადგილს და ეკონომიკურ სიმდიდრეს მოუტანდა, არამედ ეს პროექტი იქნებოდა ერთ-ერთი მძლავრი ბიძგი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის. მე ასე მჯერა და ასე იქნება აუცილებლად.

მე მინდა გითხრათ, რომ პროექტი, რომელიც გაჩერებული აქვს "ქართულ ოცნებას", ტყუილები, რომლებშიც ისინი გვაცხოვრებენ ბოლო 12 წლის განმავლობაში 100 ქარხნის აშენებით და აშენებულია 0, უზარმაზარი დაპირებებით და არაფერი შესრულებულა, აი, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მართავს "ქართული ოცნება" ჩვენს ქვეყანას. მარტივ მაგალითს გეტყვით, როგორ შეიძლება, ააშენო პორტი და საერთოდ რამეზე ილაპარაკო, როცა რკინიგზა დ მაგისტრალი არ არის მოყვანილი ანაკლიამდე; როგორ შეიძლება, საერთოდ რამეზე ისაუბრო, როცა უბრალოდ მოსასვლელი გზა არ არსებობს აქ. დღეს "ქართული ოცნება" ელაპარაკება ჩინურ კომპანიას, კომუნიატური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფ ჩინურ კომპანიას, რომელიც არის უამრავ სკანდალში გახვეული და ამ დროს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკელი, ევროპელი პარტნიორები, ქართველი ინვესტორები, უბრალოდ გაყარეს აქედან.

მე მინდა გითხრათ, რომ როგორც კი, 26 ოქტომბერს, ჩვენ ყველა ერთად, ამ მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ, დაიწყება სასწრაფოდ ამ პორტის მშენებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ჩინური, მაგრამ რეპუტაციული კომპანიებიც მიიღებენ კონაწილეობას, მაგრამ ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს კრიბჭეს და კავკასიის კარიბჭეს, რომელიც დააკავშირებს ევროპას და აზიას და გავხდებით მძლავრი შუა მაგისტრალი, ქვეყანას ექნება ფუნქცია და რაც ყელაზე მთავარია, სწორედ ამ პორტის მშენებლობით და სხვა მეგაპროექტების მშენებლობით, ამ პორტის უკან ქალაქ ანაკლიის მშენებლობით, ჩვენ შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ოჯახებს, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენს ახალგაზრდებს და გარწმუნებთ, როგორც კი ეს პროექტი დაიწყება, ჩვენ მუშახელი არ გვეყოფა, რომ დავაკმაყოფილოთ, იმდენად ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 200 000 სამუშაო ადგილი, რომელსაც "ძლიერი საქართველო" ჰპირდება ჩვენს მოქალაქეებს, დაიწყება აქედან, ანაკლიის პორტის და ქალაქ ანაკლიის მშენებლობით, ისევე, როგორც ქუთაისში უზარმაზარი ცენტრის მშენებლობით აეროპორტის გარშემო და ყველა მუნიციპალიტეტში აიტი სკოლების მშენებლობით და ამ განათლების სისტემის მთლიანად შეცვლით.

მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, "ძლიერი საქართველო", დაკომპოლექტებული ახალგაზრდა პროფესიონალი ადამიანებით, შეასრულებს ყველა ამ პირობას და მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, რომელიც თქვენთან ერთად ამ ოცნებას აუსრულებს საქართველოს. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პერსპექტივა. დაუჭირეთ მხარი ქართულ, ნამდვილ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება, სახელად "ძლიერი საქართველო", ნომერი 9 და ჩვენ ნამდვილდ შევქმნით ძლიერ საქართველოს უამრავი სამუშაო ადგილით და უზარმაზარი პერსპექტივით",- განაცხადა ხაზარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ასკინკილით ევროპისკენ სიარულს არ ვაპირებთ
პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ
კალაძე - დღეს თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია - როდესაც არ ვეთანხმებით, სანქციებით გვაშანტაჟებენ
ღარიბაშვილი - გვაქვს თავისუფლება და 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა - ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics