|
2024-09-27 19:44:46, 401 ნახვა
საზოგადოება
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?
მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019 წლიდან საქართველოს ბანკი ბიბლიოთეკების პროექტს ახორციელებს. მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები უკვე საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 14 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების და შემეცნების სივრცეს. საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების გახსნის შემდეგ, გაორმაგდა და, რიგ შემთხვევებში, გასამმაგდა სკოლის მოსწავლეების მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა. 5-ჯერ გაიზარდა ბიბლიოთეკების გამოყენების სიხშირეც - აღნიშნული სივრცე გახდა მოსწავლეების საყვარელი თავშეყრის ადგილი, სადაც მათ ჩამოაყალიბეს წიგნის კლუბი, კინო კლუბი, დებატების კლუბი, გერმანული და ქართული ენების კლუბი... მართავენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებს, მათ შორის: რა, სად როდის? ყველაზე წიგნიერის კონკურსს და სხვა. "საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკები ახალგაზრდებს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე - 2000-ზე მეტ წიგნზე, STEM კუთხეზე, კომპიუტერებსა და პროექტორზე. ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ უშუალოდ ბიბლიოთეკის მქონე სკოლის, არამედ მიმდებარე სოფლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში. მაგალითისთვის, შიდა ქართლში, ზედა ნიქოზის სკოლის ბიბლიოთეკაში ატარებენ პოეზიის საღამოებს და სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებს; ოზურგეთის და ჩოხატაურის სკოლის ბიბლიოთეკებში ბიბლიოთეკარები შაბათ-კვირასაც მუშაობენ, რათა ბავშვებს ხელი შეუწყონ შემეცნებაში; ჩოხატაურის სკოლა სივრცეს უთმობს სხვა სკოლებსაც, აქ ჩამოყალიბებული აქვთ რამდენიმე კლუბი, ტარდება მასწავლებლების კონფერენცია რეგიონის მასშტაბით და მოსწავლეთა კონფერენცია საბუნებისმეტყველო საგნებში; ნაბეღლავის ბიბლიოთეკა სივრცეს უთმობს სოფელ ქვაბას მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ასევე ბიბლიოთეკით სარგებლობს სოფლის მოსახლეობაც...". - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ეს საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების მიერ შექმნილი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის გუნდი მოსწავლეებს კიდევ არაერთ სკოლაში ახალი ბიბლიოთეკების გახსნას ჰპირდება. ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს სს
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
The Atlantic: ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ
DataIQ-მ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკის, AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)