|
2024-09-19 15:07:01, 368 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ფაბრიკაში წიგნის ბაზრობა გაიმართება
"საქართველოს ბანკი" აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს ფაბრიკასთან - მულტიფუნქციურ სივრცესთან, რომლის ინიციატივით, 21-22 სექტემბერს წიგნის ბაზრობა გაიმართება. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი, მცირე ზომის, დამწყები, ან უკვე გამოცდილების მქონე გამომცმელობები, რომლებიც მომხმარებლებს საინტერესო ბეჭდურ პროდუქციას სთავაზობენ; წიგნის მაღაზიები ახალი თუ მეორადი გამოცემებით ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, ფილმებსა თუ სხვა საკითხებზე; წიგნის ენთუზიასტები, რომლებიც სტუმრებს სპეციალურად შერჩეულ წიგნებს, პოსტერებს თუ თანამედროვე ბეჭდური ხელოვნების სხვა ნიმუშებს შესთავაზებენ. “მოხარული ვართ, რომ ფაბრიკასთან დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება და წელს უკვე მეორედ ვთავაზობთ ბიზნესებსა და მომხმარებლებს საინტერესო ღონისძიებას ბაზრობის სახით. ჩვენი მხარდაჭერით, პირველ შემთხვევაში, წარმატებით გაიმართა ვინტაჟური ნივთების გამოფენა-გაყიდვა ფაბრიკის მულტიფუნქციურ სივრცეში, ამჯერად კი ფაბრიკასთან ერთად ორგანიზებას ვუწევთ წიგნის ბაზრობას, რომელიც, ვფიქრობთ, არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისა და თანამოაზრის შეძენის, მკითხველებს კი მრავალფეროვანი ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი და ფაბრიკის თანამშრომლობა კი გრძელდება და მომავალშიც საინტერესო ერთობლივ ინიციატივებს განვახორციელებთ“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ღონისძიება შაბათს, 21 სექტემბერს 13:00 საათზე დაიწყება და კვირას, 22 სექტემბერს 21:00 საათზე დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა და ვორკშოპი ჩატარდება, მათ შორის ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, VAADS-ის სკოლის წიგნის დიზაინის გამოფენა დაათვალიერონ. საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და წიგნის მაღაზიებს ბაზრობაში მონაწილეობის მიღებისთვის შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/UypxhMzF1dd56eoE6
ქალი მართავს – „თეგეტამ“ მარტის კამპანია დაიწყო
"ელიტში" საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ
განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას – სახდეპი
ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ირანში ახალი ლიდერის დანიშვნა, როგორც ეს ადრე გააკეთა ვენესუელაში
|
რედაქტორის რჩევით
ტრამპს ირანის წინააღმდეგ ქურთების გამოყენება სურს - დაიწყება თუ არა რეგიონში ქაოსი
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები სარატოვში სამიზნეებს ესხმიან თავს
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)