14:03 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 12:33:06, 390 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - აშშ-ის კონგრესში ვხედავთ კულტურის ხარისხის შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია

აშშ-ის კონგრესი იყო ჩვენთვის სამაგალითო ინსტიტუცია წლების მანძილზე და დღეს ამ უმნიშვნელოვანეს და ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის ძალიან გულსატკენია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯიმ რიშის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ტერმინები, რომელსაც ცალკეული სენატორები და კონგრესმენები იყენებენ, უსიამოვნოა თავად ამ ტერმინების და განცხადებების ავტორებისთვის, ვინაიდან არ შეიძლება, უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში".

„რაც შეეხება უშუალოდ სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს ჩამოსული „ნაცმოძრაობის" მხარდასაჭერად. ის ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე, როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება.

რაც შეეხება მათ გზავნილებს, არ გაქვთ ინფორმაცია, სინამდვილეში რა გზავნილებით იყვნენ ისინი ჩამოსული, მაგრამ ამ გზავნილების უკან წაღება მოუწიათ, როდესაც მაშინ „ქართულმა ოცნებამ" დამაჯერებლად მოიგო არჩევნები. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში „ნაცმოძრაობის" მხარდასაჭერად, თუმცა საბოლოო ჯამში წავიდნენ საქართველოდან დამარცხებულები, რადგან მათმა ფავორიტმა პარტიამ არჩევნები წააგო 2012 წელს.

რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების კრიტიკას - ნული. ამოიღეთ რომელიმე განცხადება, სადაც რიში და შაჰინი აკრიტიკებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას. 2012 წლამდეც და შემდეგაც ისინი რჩებოდნენ „ნაცმოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერებად",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics