14:41 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 17:40:51, 403 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - გარედან რომ არავინ ჩაერიოს არჩევნებში, შეიძლება, ამ აგენტურული პარტიებიდან ერთ პარტიასაც კი გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა

ხავსადქცეული მაშველი რგოლები მოსდით უცხოეთიდან, თორემ, აბსოლუტურად ნულები არიან, როგორც  ხშირად თავადაც წამოსცდებათ ხოლმე; აბსოლუტურად ნულია ქართული ოპოზიცია იმიტომ, რომ აგენტი არ შეიძლება რაღაც რეიტინგს ფლობდეს. აბსოლუტური ნულია, რომ არა გარედან რაღაც დახმარებები, რომელიც იქცა ხავსად,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „უცხოეთიდან ჩარევა ოპოზიციისთვის არის მაშველი რგოლი, რომელიც ხავსად იქცა და მსგავსი განცხადებები უცხოელი აქტორებისგან კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას". 

„სიტყვა ხავსი შემთხვევით არ მიხსენებია. ჩვენ ვახსენებდით მაშველ რგოლს, წარმოიდგენთ, რომ გარედან არანაირი მოძრაობა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა არ იყოს, ვერ მიიღებენ, ალბათ, ყველანი ერთად 10 პროცენტს. გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არ ჩაერიოს არავინ, არ ვიცი, შეიძლება, ერთმა პარტიამაც ვერ გადალახოს ბარიერი. წარმოიდგინეთ, რომ გარედან არავინ ერევა, შეიძლება, ერთ პარტიასაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა. მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე, განცხადებებზე, მოქმედებებზე თუ ა.შ. მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა დაიმახსოვროს, რომ გარედან განცხადებებით, გარედან მოქმედებებით, შეიძლება, რაღაც რეიტინგი ოდნავ აწიონ, 3%-იანმა 4-ზე, 4%-იანმა 5-ზე, ან პირიქით, როცა ხალხი ბოლომდე კარგად გაერკვევა სიმართლეში და ხალხი იქნება ინფორმირებული ჩვენ მიერ, განსაკუთრებით. ყველა ასეთი მაშველი რგოლი ხავსად არის ქცეული უკვე და კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას ასეთი განცხადებები, მათ შორის, იმ ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ჯერ პარლამენტში იყო ვითომ საქმიანი შეხვედრით, საქმიანი გამომეტყველებით, შემდეგ რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მიტინგზე რაღაც ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა. ნიკა სამხარაძე რომ გერმანიაში ჩავიდეს და შოლცის გადადგომა მოითხოვოს და რაღაც ეპითეტები უწოდოს, რა რეაქცია ექნებათ ჩვენს გერმანელ კოლეგებს? ზუსტად იგივეა, ანუ ზევიდან გვიყურებენ და პატარა ქვეყანა ვართ?! ასე არ არის! ამ ქვეყანამ გაბედა, რომ ეთქვა თვისი სათქმელი ყველასთვის - არ შეიძლება ასე“,- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics