|
2024-09-11 12:30:28, 394 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, მმართველი პარტია "ჩვენთვის საყვარელ ადამიანებსაც მოტყუებით იყენებს, რათა საქართველოსთვის დამანგრეველი მმართველობა გაიხანგრძლივოს". "ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ გენო პეტრიაშვილს, ლაშა ტალახაძეს და ყველა იმ ქართველს, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს და სიამაყით გვავსებს მეც და ჩვენს ხალხსაც. მათი შეერთება "ოცნებასთან“ თავიდან გამიკვირდა - სად ქართული დროშა, ჰიმნი, სიამაყე და სად რუსეთის მიმართ მორჩილების, მონობის პოლიტიკა, ეს ხომ შეუთავსებელია?! თუმცა, ბატონმა ივანიშვილმა მეც და ჩვენი ხალხიც მრავალჯერ მოგვატყუა და თუ მთელი ერს ატყუებს, რა გასაკვირია, პეტრიაშვილიც და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?! რას ვგულისხმობ ტყუილში: 2012 წელს ციხის "ფეიკი" კადრებით და ჩვილის უცნაური სიკვდილის ტრაგედიით მოვიდა ხელისუფლებაში. ხალხს დაპირდა უფასო ფულს და დენს, იაფ ბენზინს, მაღალ ხელფასებს, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, პარალელურად, ევროკავშირში შესვლას და 2017 წელს საქართველოს წალკოტად ქცევას, მსოფლიო რუკაზე ჩვენი ქვეყნის "მეორე შვეიცარიად“ დასმას... 2020 წლის არჩევნებზე იგივე ფინტი ჩაგვიტარა: "დაგვიბრუნა“ დავით გარეჯი, "წალკოტად აქცია“ წყალტუბო, ანაკლიაში "ააშენა“ პორტი და სასტუმროები და ა.შ. რა ხდება ახლა, 2024 წელს - ხელისუფლებაში დარჩენა უნდა დაპირებების გარეშე: წინა დაპირებებიდან არაფერი შეგისრულეთ, მაგრამ ომი რომ არ არის ქვეყანაში, ესეც დიდი მიღწევააო. კარგია, რომ ომი არ არის, მაგრამ "ქოცური“ პოლიტიკა ომის საშიშროებას რომ ზრდის?! რატომ - იმიტომ, რომ მოკავშირე აღარ დარჩა ქვეყნის გარეთ და არც რუსეთთან დალაგდა და ვერც მომავალში დალაგდება ურთიერთობები, დასავლეთის და თურქეთის მხარდაჭერის გარეშე. სამწუხაროდ, ახლა, ეს ძალა ჩვენთვის საყვარელ ადამიანებსაც მოტყუებით იყენებს, რათა გაიხანგრძლივოს საქართველოსთვის დამანგრეველი მმართველობა",- აცხადებს ოქრიაშვილი.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)