14:41 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 10:26:59, 328 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი საზოგადოების მიმართ შემთხვევითი არ არის, მათ შორის განსაკუთრებული ღირსებით ვინც გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ  სიაში. მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ის სპორტსმენები, რომლებიც „ქართული ოცნებას“ წარმოადგენენ  ღირსებით გააგრძელებენ სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში, რადგან „ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ".

„ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს, აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც, ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებული იქნებიან ამ მიმართულებითაც, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო, თქვენ როგორც ბრძანებთ, ფსონი, ამიტომ იყო გათვლაც, რაც გნებავთ, დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. პირველ რიგში, თავისი სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება“, - განაცხადა მდინარაძემ. 

მდინარაძემ ასევე თეა წულუკიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება.

„რაც შეეხება თეა წულუკიანს, მან და გუნდმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის უკვე საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს. „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics