|
2024-09-09 12:30:21, 339 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გვექნება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს დღეებში წინასაარჩევნო პროგრამას წარადგენს, თუმცა, მანამდე მთავარი გზავნილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „მაშინ როცა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება დგას, მშვიდობის შენარჩუნება პრიორიტეტულია". „ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში მოსახლეობასთან. გუშინ სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით. ვნახეთ რამდენი ადამიანი შეიკრიბა. ძალიან მაგარი მუხტი და განწყობაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი გზავნილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ მშვიდობა არ გვექნება. ჩვენს წინაშე დღესაც არსებობს საფრთხე მეორე ფრონტის გახსნის, ეს სურვილი მოდის ქვეყნის გარედან და ამას ხელს უწყობს რადიკალური ოპოზიცია. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის გუნდი, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოახდენს. გარდა ამისა, ჩვენ მომდევნო დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს პროგრამას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ შემდეგ ოთხ წელში. თუმცა, ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული არის მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელსაც შესაბამისი გამოძიება სჭირდება". „ადამიანმა შეიძლება შეცდომა დაუშვას, გააანალიზოს და ბოდიში მოიხადოს. კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“ კი არის რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა და დღესაც იმავეს აკეთებენ. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, მოაწყონ რევოლუცია, გახლიჩონ საზოგადოება. დანაშაულს, რომელიც ამ დაჯგუფებამ ჩაიდინა, დასჭირდება შესაბამისი გამოძიება, რათა საზოგადოებამ კონკრეტული პასუხები მიიღოს. ეს ძალიან მძიმე საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღესაც ვიმკით 2008 წლის ომის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)